Loading
Loading
Hotel Neptun
სტუმართმოყვარეობის, ელეგანტურობისა და ვნების ისტორია.
ჩვენი ისტორია
სასტუმრო „ნეპტუნი“ 2007 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს ურეკის ერთ-ერთ ყველაზე მყუდრო ადგილას, დავით სარაჯიშვილის პირველ ჩიხში. ზღვიდან სულ რაღაც 80-100 მეტრის დაშორება საშუალებას მოგცემთ, ნებისმიერ დროს ისარგებლოთ სამკურნალო მაგნიტური სანაპიროთი და დატკბეთ ზღვის ნიავით.
ჩვენი სამსართულიანი კომპლექსი სხვადასხვა ტიპის ნომრებს სთავაზობს სტუმრებს: პირველ სართულზე განთავსებულია იზოლირებული, ორ-ოთახიანი აპარტამენტები საკუთარი სამზარეულოთი (4-5 პერსონაზე), ხოლო მეორე სართულზე – მყუდრო ნომრები 3-4 ადამიანისთვის. ყველა ოთახი აღჭურვილია ინდივიდუალური სველი წერტილით, კონდიციონერითა და მაცივრით.
მესამე სართულზე სტუმრებს ელოდებათ ფართო ვერანდა საერთო სამზარეულოთი და ადმინისტრაციის ბარი გამაგრილებელი სასმელებით. ჩვენს ეზოში კი პატარა დამსვენებლებისთვის მოწყობილია აუზი და ბატუტი, რაც „ნეპტუნში“ გატარებულ დროს კიდევ უფრო მხიარულს და დაუვიწყარს ხდის.
Hotel Neptun
2007 წლიდან ვმასპინძლობთ სტუმრებს და ვზრუნავთ თქვენს დაუვიწყარ საზაფხულო დასვენებაზე.