დაჯავშნე ინტერნეტის დახმარებით .

ABOUT US

სასტუმრო NEPTUN -ი მდებარეობს შავი ზღვის შავქვიშა სანაპიროზე, რომელიც მიეკუთვნება საქართველოს საზღვაო აკვატორიას. უძველესი დროიდან ურეკი ცნობილია: ზაფხულის პერიოდში რბილი სუბტროპიკული კლიმატით, მდგრადი +29с. +31с. გრადუსით , წვრილფრაქციანი შავქვიშა დაბალწყლიანი სანაპირო ზოლითა და ასწლოვანი ფიჭვებით - ეს ყველაფერი თბილი ზღვის მარილიან აბაზანებთან ერთობლიობაში საუკეთესო პირობებს ქმნის მშვიდი ოჯახური დასვენებისათვის. სანაპირო ზოლის შავი ფერის ქვიშის წვრილმარვცლოვანი შემადგენლობაა - მაგნეტიტი, კვარცი, რკინა, გრანიტი, ცირკონი და მრავალი სხვა ფრაქციები რომლებიც ზღვის აბაზანებთან სინთეზში ბუნებრივი მკურნალია ისეთი დაავადებების როგორებიცაა: ჰიპერტონია, რევმატო-ოსტეოქონდროპათიები, დეპრესიული, კლიმაქტერიული ნევროზი, პარალიჩი, რახიტი, უროგენული. ურეკში დასვენება არასასურველია ისეთი დაავადებებისათვის როგორებიცაა პლევრიტი და სიმსივნე.

სასტუმრო NEPTUN-ი მდებარეობს ზღვის სანაპიროდან 100 მეტრში და გთავაზობთ:


3, 4 და 5 ადგილიანი ოთახები, რომლებიც უზრუნველყოფილია ინდივიდუალური სველი წერტილებითა და მუდმივი ცხელი წყლით

ადმინისტრატორთან ფუნქციონირებს სეიფი სადაც შესაძლებელია ძვირფასი ნივთების შენახვა

მეორე სართულზე განლაგეულია ღია ტიპის კაფე-ბარი რომელიც ფუნქციონირებს მხოლოდ დამსვენებელთათვის

მეორე სართულზე მოწყობილია სამზარეულო რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით და დამსვენებელს სურვილის მიხედვით შეუძლია მოამზადოს მისთვის სასურველი კერძები

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სასტუმროში ფუნქციონირებს თანამეროვე ციფრული ვიდეო კონტროლის აპარატურა

სასტუმროში ფუნქციონირებს 24 საათიანი უკაბელო INTERNET-ი, სატელიტური ტელევიზია და გასართობი კარაოკე